
მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მიზნით მოწყობილ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე, 39 წლის ანასტასია ბერეზოვსკაიაა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბერეზოვსკაიას დაკავების ორდერი ინტერპოლმა უკვე გასცა. მამაკაცის ფორმაში გადაცმული ქალის იდენტიფიცირება ხელზე დაფიქსირებული გველის სვირინგით გახდა შესაძლებელი.
როგორც გაირკვა, ეჭვმიტანილი გერმანიაში დევნილის სტატუსით იმყოფებოდა. მის სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა.
გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი ბიზნესმენის რეზიდენციაში შეიპარა და ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა, ბომბის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი, თავად ერმოლაევი და მისი ცოლ-შვილი დაშავდნენ.
ცნობისთვის, ერმოლაევი მონაკოში უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გადასახლდა. 2023 წლის დეკემბერში უკრაინის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. უკრაინული მედიის ცნობით, ერმოლაევის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მიზეზი გახდა ის, რომ მან ოკუპირებული ყირიმში ალკოჰოლის ბიზნესის წარმოებაზე უარი არ განაცხადა.
0
0