
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ლისიჩანსკისა და კრემენაიას მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს. ამის შესახებ unian.net-ი წერს.
"ყველაზე რთული ვითარება ახლა ლისიჩანკის მხარესაა. ბელოგოროვკას ტერიტორია დედამიწის პირიდან წაშალეს, მაგრამ მის ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებენ.
რაც შეეხება სვატოვოს მიმართულებას და კრემენაიას, იქ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპირატესობა აქვთ, წარმატებულები არიან, თანდათან წინ მიიწევენ, მტრის განუზომელი რაოდენობისა და იქ მუდმივად შემოტანილი ტექნიკის მიუხედავად", - თქვა ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
გაიდაის თქმით, კრემენაიასა და პოპასნაიას ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობა საშინელია.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გათბობასთან და წყალთან დაკავშირებით უკრაინის მოსახლეობას პრობლემები აქვს.
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში 13 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია.
0
0