18/04/2022
13:14
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ჩანდა, რომ უკრაინულ საზოგადოებამდე ზოგიერთი ინფორმაცია დამახინჯებულად არის მიტანილი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, რომ უკრაინის საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, როგორ უდგას გვერდით საქართველო, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი, შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებული მგრძნობიარობა გვაქვს, განსაკუთრებით ვუყურებთ, თუ არსებობს რაიმე პრეტენზია, სადაც შეიძლება, იყოს მინიშნება, თითქოსდა საქართველოს შეიძლება, ჰქონდეს ცალკე, გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან და ა.შ. ვფიქრობ, ჩვენი მეგობრებისთვისაც უკრაინაში გასაგებია, რომ საქართველო ამ კუთხით არის განსაკუთრებული ქვეყანა, ქვეყანა, რომელშიც დღემდე არის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებული, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მგრძნობელობა, როდესაც ასეთი ტიპის პრეტენზიები შეიძლება, გამოითქვას. მითუმეტეს, რომ ამის უკან საფუძველი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ ყველა სწორედ შევთანხმდით ამ საკითხზე, მათ შორის ჩანდა, რომ, სამწუხაროდ, უკრაინაში საზოგადოებაში ზოგი ინფორმაცია არის დამახინჯებულად მიტანილი. ამ კუთხით ვფიქრობ, საქართველომ, ხელისუფლებამაც თავისი როლი უნდა შეასრულოს პროაქტიული კომუნიკაციით, რომ უკრაინის საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, როგორ უდგას უკრაინას გვერდით საქართველო, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0