04/08/2022
19:03
პოლიტიკა
უმრავლესობის და ოპოზიციის ნაწილის ჩართულობით ევროპის 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა გრძელდება - პირველად შეიკრიბა დეოლიგარქიზაციის კანონის შემუშავებისთვის შექმნილი ჯგუფი. "ქართული ოცნების" ინიციატივაა, გაიზიარონ უკრაინის მოდელი, თუმცა როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ამ იდეას ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება.
ოპოზიციამ სამუშაო შეხვედრაზე საკუთარი ხედვა წარადგინა, რაც უკრაინულ მოდელს ეწინააღმდეგება. მათ მიაჩნიათ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი საქართველოს რეალობას უნდა ერგებოდეს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი უკრაინულ მოდელს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამ კანონში რაც წერია, ის არანაირ კავშირში არ არის საქართველოს პრობლემებთან.
"ზოგადად, ამ პარლამენტში კარგ და ხარისხიან კანონებს არ ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი იდიოტობა მე მგონი, ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული არასოდეს, რაც ეს უკრაინული კანონია. ამ კანონში რაც წერია, ის არანაირ კავშირში არ არის საქართველოსთან და საქართველოს პრობლემებთან. ჩვენი პრობლემა ინსტიტუციურია, არ არის ადამიანის პრობლემა. ხვალ მე რომ მოვიდე ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, რამდენიმე წელიწადში, ჩემს ხელში მოექცევა სრული ძალაუფლება," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
0
0