
კრემლმა ბერლინი იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილა, რომლებიც უკრაინაში გერმანული წარმოების „Leopard 2“-ის ტიპის ტანკების გაგზავნას მოჰყვება.
Sky News--ის შეკითხვაზე, როგორ შეიცვლება ურთიერთობები რუსეთსა და გერმანიას შორის, თუ ბერლინი უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას გადაწყვეტს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე "წარუშლელ კვალს დატოვებს".
"რუსეთის ფედერაციასა და გერმანიას შორის არსებითი დიალოგი არ არსებობს. კიევისთვის ტანკების შესაძლო მიწოდება უარყოფითად აისახება ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზე, რომლებიც უკვე ისედაც დაბალ დონეზეა," - აღნიშნა პესკოვმა.
როგორც ცნობილია, გერმანიას ზოგიერთი მოკავშირე უკრაინისთვის „Leopard 2“-ის ტიპის ტანკების გაგზავნას სთხოვს. ბერლინი უკრაინაში გერმანული წარმოების ტანკების გაგზავნის საკითხზე თავის მოკავშირეებთან ვერ თანხმდება და საკუთარი საბრძოლო მასალების მარაგის მიწოდებისგანაც თავს იკავებს. თუმცა, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ გერმანია ხელსაყრელ გადაწყვეტილებას "მალე მიიღებს“.
0
0
სამხრეთ კორეის ქალაქი პოჩონი დაიბომბა
06/03/2025