
პოლონეთი შეწყვეტს კონტრაქტს კომპანია Starlink-თან, თუ ილონ მასკი შეასრულებს თავის მუქარას უკრაინისთვის თანამგზავრული კომუნიკაციების გათიშვის შესახებ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ დაწერა.
მან გაიხსენა, რომ უკრაინაში Starlink-ის ტერმინალების მნიშვნელოვანი ნაწილის ოპერირებას პოლონეთის დიგიტალიზაციის სამინისტრო ანაზღაურებს. ეს არის კონტრაქტი, რომლის საერთო ღირებულება წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.
„უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის გარდა, თუ SpaceX აღმოჩნდა არასანდო მიმწოდებელი, ჩვენ იძულებული ვიქნებით მოვძებნოთ სხვა მომწოდებლები“, - გააფრთხილა სიკორსკიმ.
0
0