
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა, კომენტარი გააკეთა, - განიხილავს თუ არა ვაშინგტონი უკრაინისთვის თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ების მიწოდების საკითხს.
მისი განმარტებით, მართალია, ამის თაობაზე დისკუსია არსებობს, მაგრამ ამჟამად ამ იარაღის კიევისთვის გადაცემა არ იგეგმება.
რაიდერის თქმით, ამ ერთობ რთული სისტემების მართვისა და მომსახურებისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალია საჭირო.
რაიდერის სიტყვებით, „არ შეიძლება მათი ბრძოლის ველზე გაგზავნა და გამოყენების დაწყება“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალება აქტიურად წერს უკრაინისთვის Patriot-ების შესაძლო გადაცემის შესახებ. დისკუსიები მას შემდეგ კიდევ უფრო გახშირდა, რაც აღმოსავლეთ პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
0
0
ტრამპი ამბობს, რომ ის ნევროზული ადამიანია
20/12/2025