
კრემლის განცხადებით, ტანკები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინაში გააგზავნის, "განადგურდება".
დიდმა ბრიტანეთმა დააანონსა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინას 14 Challenger 2 ტანკებსა და სხვა მოწინავე საარტილერიო ჯავშანმანქანებს გაუგზავნის.
„დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მიერ უკრაინაში ახალი იარაღი გაგზავნა არ შეცვლის საბრძოლო ადგილზე არსებულ ვითარებას. ახალი ტანკები განადგურდება ისე, როგორც სხვა დანარჩენი. ბოლო სარაკეტო დარტყმისას რუსეთის სამხედრო ძალების სამიზნე საცხოვრებელი შენობები არ ყოფილა. დნიპროში შექმნილი სიტუაცია უკრაინის საჰაერო კონტრიერიშის შედეგია,“ - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
როგორც ცნობილია, ორი დღის წინ რუსებმა დნიპროში საცხოვრებელი კომპლექსი დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა.
0
0
გორში 50 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს
08/07/2025