E ჯგუფში ბოლო ტურის წინ ძალიან საინტერესო სიტუაცია შეიქმნა – ოთხივე გუნდს თანაბარი ქულები მოუგროვდა (3). ვინაიდან რუმინეთან 0:3 ჰქონდა წაგებული, ყველაზე რთულ მდგომარეობაში უკრაინა იყო. მას ჯგუფიდან გასასვლელად ბელგიის დამარცხება სჭირდებოდა. თუმცა გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
მატჩის წინ ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ამჟამად კი საფეხბურთო ანალიტიკოსმა ალან შირერმა მოკლედ თქვა: უკრაინისა და ბელგიის მატჩში დაცვის ზეიმი იქნებაო. ამას საფინალო ანგარიშიც ადასტურებს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ზედმეტად დაცვითი თამაში იყო. ორივე გუნდს ჰქონდა არაერთი შანსი, თუმცა რეალიზება ვერ მოახეხა.
საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფი ყველა ნაკრებმა 4 ქულით დაასრულა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელთა ბედი დამატებითმა მაჩვენებლებმა გადაწყვიტა. პირველი ადგილი რუმინეთმა დაიკავა, მეორეზე ბელგია გავიდა, ხოლო მესამეზე – სლოვაკეთი. უკრაინის ნაკრებისთვის ევრო 2024 დასრულდა.
0
0
გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე
22/06/2025