
“ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ძალიან თანმიმდევრული პოზიცია, განცხადება, სადაც დავაფიქსირეთ ჩვენი დამოკიდებულება”, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაატოვებინონ ჩვენს ელჩს უკრაინის ტერიტორია - ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური. არადიპლომატიური იმიტომ, რომ მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, ელჩის გამოძახების პრაქტიკა კონსულტაციებზე არსებობს, მაგრამ ამას აკეთებს ქვეყანა საკუთარი ელჩების მისამართით და არა ადგილსამყოფელი ქვეყანა. საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.
0
0