19/10/2022
12:58
პოლიტიკა
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება და დროდადრო უკრაინის ხელისუფლებაც მცდარ ნაბიჯებს დგამენ. ძალიან მწყდება გული, რომ მაშინ, როცა საქართველო და უკრაინა გაერთიანებული უნდა იყვნენ მტრის წინააღმდეგ, ამ დროს საქართველო და უკრაინა მხარდამხარ არ დგანან ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უცნაურია, რომ 44-მილიონიან უკრაინაში ერთი კვალიფიციური იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ომის დანაშაულებს გამოიძიებდა.
ამასთან, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს.
„ძირითადად ამ პროცესს თავისი მოუზომავი განცხადებებით აზიანებს „ქართული ოცნება“, ხანდახან თავისი განცხადებებით და ქმედებებით უკრაინის ხელისუფლება. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ 44-მილიონიან უკრაინაში ერთი კვალიფიციური იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ომის დანაშაულებს გამოიძიებდა რუსეთის წინააღმდეგ, მით უმეტეს უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რა რეპუტაცია აქვს ზურაბ ადეიშვილს. მისი რეპუტაცია ნამდვილად არ არის საამაყო ადამიანის უფლებების დაცვით თვალსაზრისით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა მაიკლ ჰიკარი ჩეჩირემ გააზიარა უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი ესწრება უკრაინის გენერალური პროკურატურისა და ევროპის საბჭოს. „თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში“, – დაწერა ჩეჩირემ „ტვიტერში“.
0
0