
„რუსეთმა მარშრუტების დაბომბვის გზით უკვე ორჯერ ჩაშალა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის პროცესი. ახლა კი რუსები ამბობენ, რომ მზად არიან დერეფნების გასახსნელად, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ანუ მათ სურთ, რომ ჩვენი მოქალაქეები წავიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიისკენ. ეს აბსურდული, ცინიკური და მიუღებელია,“- განაცხადა ვერეშუკმა.
ვიცე-პრემიერმა ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა, განახორციელონ რუსეთზე ზეწოლა, რადგან უკრაინისთვის აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფნები, მშვიდობიანი მოსახლეობის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან გასაყვანად.
ვერესჩუკმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ესმის, რომ მისი მხრიდან დახმარების გულწრფელი სურვილი მანიპულაციურად გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგან უკრაინის მოსახლეობა არ წავა ბელარუსისა და რუსეთის მიმართულებით.
„ეს ჰუმანიტარული მარშრუტების გახსნის მიუღებელი გზაა. არ წავა ჩვენი ხალხი ივანკოვიდან, დიმერიდან, ვიშგოროდიდან, კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან ბელარუსში, იმისთვის რომ შემდეგ თვითმფრინავებით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდნენ. იმედი მაქვს, საფრანგეთის პრეზუდენტ ემანუელ მაკრონს ესმის, რომ მის სახელს და გულწრფელ სურვილს დაეხმაროს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და ასევე ჩინეთის, პაკისტანის, ინდოეთისა და ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, სინამდვილეში მანიპულაციურად არის გამოყენებული რუსეთის ფედერაციის მიერ,“- განაცხადა ვერეშუკმა.
0
0