
უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში კონტრდაზვერვით ღონისძიებებს ახორციელებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებები ხორციელდება ჟიტომირის, რივნისა და ზაკარპატიის ოლქებში.
უწყებაში აცხადებენ, რომ ზომები ტარდება „რელიგიური თემების რუსული სამყაროს უჯრედად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და მოსახლეობის პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისაგან დასაცავად“.
უკრაინის უშიშროების სამსახური, ეროვნული პოლიცია და ეროვნული გვარდია ახორციელებენ ტერიტორიისა და შენობების შემოწმებას. ისინი ეძებენ პირებს, რომლებიც შესაძლოა ჩართულები იყვნენ უკანონო ქმედებებში უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანოდ და ასევე ნივთებს, რომლის გამოყენებაც აკრძალულია.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ მთავრობას დაავალა, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანოს კანონპროექტი, რომლითაც უკრაინაში აიკრძალება რუსეთის ფედერაციაში მდებარე გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა
15/05/2025