
უკრაინის უშიშროების სამსახური 40 მილიარდი გრივნას დატაცებაში ბრალდებული კოლომოისკის სახლს ჩხრეკს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება „უკრტატნაფტსა“ და „უკრნაფტზე“ თაღლითობას უკავშირდება. საუბარია 40 მილიარდი გრივნის ღირებულების ნავთობპროდუქტების გაფლანგვასა და საბაჟო გადასახდელებზე თავის არიდებაზე.
ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დირექტორის მოადგილე ხმელნიცკი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე შაპოვალოვი და „პრომობორონექსპორტის“ ხელმძღვანელის მოადგილე ტერეშჩენკოს მიმართ არსებობს ეჭვები:
ხმელნიცკისადმი - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის 100 მილიონზე მეტი გვივნას ოდენობით და უკრაინის შეიარაღებული ძალების უხარისხო ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით უზრუნველყოფისთვის.
შაპოვალოვის მიმართ - უკანონო ქმედებებისთვის, რის შედეგადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არ იყვნენ აღჭურვილი პირადი დამცავი აღჭურვილობით 1 მილიარდზე მეტი გრივნას ოდენობით.
ტერეშჩენკოსადმი - 1 მილიონ დოლარზე მეტი თანხის მითვისების ფაქტზე.
მედია იუწყება, რომ ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს მსხვილი ბიზნესმენისა და დეველოპერის ვადიმ სტოლარის სახლში.
იანვარში სტოლარი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, პირველად დაბრუნდა უკრაინაში, რის შემდეგაც მას ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.
„ჩხრეკას უშიშროების სამსახური აწარმოებს. ტერორიზმის დაფინანსება”- დასძინა გონჩარენკომ.
0
0