26/07/2023
20:09
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე თავდასხმა დაადასტურა.
"SBU-ს ოფიცრები ანადგურებდნენ მტერს ყველაზე ცხელ წერტილებში და აკეთებენ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ ჩვენი მიწა. ყირიმის ხიდის აფეთქება ჩვენი ერთ-ერთი მიღწევაა," - თქვა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა კიევში გამართულ ცერემონიაზე.
ამ თვის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი გახდა პირველი უკრაინელი ოფიციალური პირი, რომელმაც პირდაპირ აღიარა, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმაში უკრაინა იყო პასუხისმგებელი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს თავდასხმებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ქერჩის ხიდზე.
ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა და ის უნდა განეიტრალდეს.
0
0