
უკრაინის უმაღლესმა რადამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, სვეტლანა გრინჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი პარლამენტის 315-მა წევრმა დაუჭირა. იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს გათავისუფლებას კი ხმა პარლამენტის 323-მა წევრმა მისცა.
მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გალუშჩენკოს გათავისუფლება ხდება კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-12 პუნქტის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ რადას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის წევრების გათავისუფლების შესახებ.
რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ვერ დაესწრება სესიას, რადგან ის მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. მისივე თქმით, მთავრობას წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ტარას კაჩკა.
ამასთან, პარლამენტის დაბარების მიუხედავად, სხდომაზე არ იმყოფებოდნენ გალუშჩენკო და გრინჩუკი. სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
0
0