
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას, რაც უკრაინის მთავრობის გადადგომას ნიშნავს. უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი პარლამენტის 258 წევრმა.
„უკრაინსკაია პრავდა“ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იულია სვირიდენკოს აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. მედიის ცნობით, ამ შეთავაზებაზე სვირიდენკომ კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა: „ჯანდაბაში წადით“.
ცნობისთვის, 12 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამთავრობო ცვლილებები დააანონსა. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.
„მადლიერი ვარ პრეზიდენტის ნდობისა და ჩვენი გუნდის მუშაობის მაღალი შექებისთვის. ვამაყობ, რომ მქონდა პატივი, მთავრობისთვის უკრაინის უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში მეხელმძღვანელა“, – განაცხადა იულია სვირიდენკომ.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის საბოლოო კანდიდატი ჯერ არ არის გამოვლენილი, უკრაინის ხელისუფლება ამჟამად ოთხ კანდიდატს განიხილავს: „ნაფტოგაზის“ საბჭოს თავმჯდომარესა და უკრნაფტას“ დირექტორს, სერგეი კორეცკის; ენერგეტიკის მინისტრს, დენის შმიგალს; თავდაცვის მინისტრს, მიხაილ ფედოროვს; ხარკოვის მერს, იგორ ტერეხოვს.
0
0
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
14/07/2026