უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის 75%-ია შეყვანილი - ბრიტანელი სამხედრო ექსპერტი
A-
+A
„რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ძალების რაოდენობა 40%-დან 75%-მდე გაზარდა,“ - განუცხადა BBC Radio 4-ს გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის სახმელეთო ომისა და სამხედრო მეცნიერებათა მკვლევარმა, ჯეკ უოტლინგმა.
მისივე თქმით, რუსული ჯარების დიდი ნაწილი ბელარუსიდან სამხრეთით მიიწევს და კიევზე შეტევისთვის ემზადება.
კითხვაზე - გამოიყენა თუ არა რუსეთმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის "გრადის" რაკეტები ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმისას, სამხედრო აკადემიკოსმა უპასუხა, რომ ოკუპანტებმა დასახლებულ ზონებში მრავალჯერადი უმართავი რაკეტები გაუშვეს. მისივე თქმით, ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ზოგიერთი მათგანი კასეტურ საბრძოლო მასალას შეიცავდა.
”უმართავი რაკეტები ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ზონაში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებებს ისვრიან. უკრაინის არმია სამხედრო ფორმირებებში აღარ ფუნქციონირებს, თუმცა ამჟამად, მოხალისე ძალების ნაწილთან ერთად, საკმაოდ მტკიცე ტერიტორიულ თავდაცვით პოზიციებზეა მობილიზებული”, - განაცხადა ჯეკ უოტლინგმა.
0
0
360
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%