
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი კიევში სადაზვერვო მთავარი სამმართველოს შტაბ-ბინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს, მძიმედ დაიჭრა,. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სამართალდამცავი უწყების თანამშრომელმა განუცხადა.
„რუსეთის უშიშროების ძალების მიერ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ კირილ ბუდანოვი 29 მაისს, დილით, რიბალსკზე მდებარე მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შენობაზე რუსული დარტყმის დროს დაიჭრა. რუსული რაკეტა ბუდანოვის მეზობელ კაბინეტში შეფრინდა“ - თქვა მან.
სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, ბუდანოვის ნანგრევებიდან გამოყვანა მოხერხდა, რის შემდეგაც ის ვერტმფრენით გადაიყვანეს პოლონეთში, ჟეზოვის სამხედრო ბაზაზე, იქიდან კი - 86-ე საჰაერო სამედიცინო ევაკუაციის C-21A თვითმფრინავით. რამშტეინის ავიაბაზიდან სპეციალურად ჩამოსული აშშ-ს საჰაერო ძალების ესკადრილიით ბერლინში გადაიყვანეს. ფრენის ჩანაწერი ასევე დაცულია Flightaradar-ის სამსახურის მონაცემებში - წერს სააგენტო.
0
0
Bosch-ი გერმანიაში ორ ქარხანას ხურავს - Bild
11/04/2025