18/09/2023
13:52
მსოფლიო
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელზე, ტარას მელნიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს სამინისტროს სახელმწიფო მდივანიც.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს: ვლადიმერ გავრილოვი, როსტისლავ ზამლინსკი, ანა მალიარი, დენის შარაპოვი. ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში, ანდრეი შევჩენკო და მინისტრის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და გაციფროვნების საკითხებში ვიტალი დეინეგა.
გარდა ამისა, მთავრობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კონსტანტინე ვაშჩენკო.
შეგახსენებთ, 5 სექტემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის გადადგომას მხარი დაუჭირა. კანონის მიხედვით, მინისტრის გადაყენების შემდეგ, თანამდებობებს ტოვებენ მისი მოადგილეებიც.
0
0