
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს მიცვალებულები საფლავებიდან ამოჰყავთ და ქუჩებში ფანტავენ, ორმოებში აგდებენ და კიდევ უფრო ამახინჯებენ, რათა მოახდინონ რუსული არმიის მიერ განხორციელებული წამებისა და სიკვდილით დასჯის სიმულაცია.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საფლავების გათხრა მართლმადიდებლური შობის წინა დღეს დაიწყო ისეთ დასახლებებში, როგორიცაა „კაზაკი ლოპანი“, „ველიკი ბურლუკი“, „შიპოვატოე“ და „ხათნოე“ ხარკოვის რეგიონში.
კუბოებიდან ამოიყვანეს ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ „ბუნებრივი სიკვდილით" 2022 წლის 24 თებერვლიდან 6 სექტემბრამდე - ანუ იმ თვეებში, როდესაც სოფლები დაიპყრო რუსეთის არმიამ და მის კონტროლს ექვემდებარებოდა.
„უკრაინის მოქალაქეების ცხედრები დამატებით დაამახინჯეს და ჩაყარეს სპეციალურად მომზადებულ „ორმოებში“ ამ დასახლებების გარეუბანში, რათა შეიქმნას ცრუ „მტკიცებულებათა ბაზა“ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სავარაუდო „წამებისა“ და „სიკვდილის“ შესახებ. უკრაინის სპეცსამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამჟამად უკრაინის გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებს ფოტო და ვიდეო გადაღებას აწარმოებენ, ხოლო ყალბი „მოწმეების“ თანდასწრებით ისინი სასამართლო სამედიცინო ექსპერტობის იმიტაციით მუშაობენ და სხვა „პროცედურულ ქმედებებს" ახორციელებენ“ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0