
უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, თუ შენიშნავენ, რომ მათი გვერდი რომელიმე ისეთ მოწყობილობაშია გახსნილი (კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში), რომლის შესახებაც არ იციან და თავად არ იყენებენ, დისტანციურად შეცვალონ ე.წ. ექაუნთის პაროლი, დააყენონ ორეტაპიანი ვერიფიკაცია, დამატებითი პაროლები საკუთარ გვერდებზე.
„საკუთარი გვერდები გათიშეთ ისეთი მოწყობილობებიდან, რომლებიც ადრე სხვა ადგილიდან გაგიხსნიათ, რადგან, შეიძლება, ისინი მტერმა გამოიყენოს. თუ მიიღებთ საეჭვო შეტყობინებას ნაცნობისგან, სცადეთ, რაიმე საშუალებით დაუკავშირდეთ და მისი ხმის მოსმენით დარწმუნდით, რომ ნამდვილად ის გიკავშირდებათ, თუ ხმასთან დაკავშირებით, რაიმე საეჭვო იქნება, დაუსვით ისეთი კითხვა, რომელზე პასუხიც მხოლოდ თქვენმა ახლობელმა იცის. თუ სწორ პასუხს ვერ გაგცემენ, ჩათვალეთ, რომ ნაცნობის გვერდს სხვა იყენებს და დაბლოკეთ ომის დასრულებამდე. გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი მესენჯერები, რომელთაც End-to-end encryption-ისა და Peer-to-Peer Connection-ის მხარდაჭერა აქვთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0