
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ მოლდოვას უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია მთელი ევროპული სივრცის უსაფრთხოებასთან.
კალასმა კიშინიოვი დაარწმუნა, რომ ბრიუსელი გააგრძელებს მოლდოვას მხარდაჭერას - როგორც მისი თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებაში, ასევე გარე გავლენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„თქვენი უსაფრთხოება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, თუ რუკას დავაკვირდებით, მოლდოვა ევროპაში მდებარეობს და ევროპა ძალიან, ძალიან პატარა რეგიონია. ეს ნიშნავს, რომ ყველას უსაფრთხოება საერთო საზრუნავია. დღეს თავდაცვის ხაზი უკრაინაზე გადის და, უკრაინის მხარდაჭერით, ჩვენ ერთდროულად ვაძლიერებთ მოლდოვას უსაფრთხოებასაც.
ევროკავშირი მზადაა, წინააღმდეგობა გაუწიოს გარე გავლენასა და დეზინფორმაციას, რათა თავიდან აიცილოს მანიპულირების ნებისმიერი გარე, განსაკუთრებით დეზინფორმაციული კამპანიების, მცდელობა“, - თქვა კალასმა.
1
0