
ახალ ზელანდიაში მიმდინარე ყინულის ჰოკეის მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი მასპინძელ ახალ ზელანდიასთან გამართა და 5:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ორი გოლი ტიმურ ბეშაროვმა გაიტანა, თითო შაიბა მაკარ ნიკიშანინმა, დანილ მეტლიუკმა და დანილ დავიდოვმა მიითვალეს.
ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით საქართველო ჯგუფის ლიდერია.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აპრილს ბულგარეთთან გამართავს.
პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.
დარჩენილი თამაშების განრიგი:
30 აპრილი | საქართველო – ბულგარეთი
(ურთიერთშეხვედრები: 6 თამაში, 3 მოგება, 3 წაგება)
2 მაისი | საქართველო – ტაივანი
(ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 2 მოგება)
3 მაისი | საქართველო – ტაილანდი
(ურთიერთშეხვედრები: 1 თამაში, 1 მოგება)
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;
მცველები: დიმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ანდრეი რომანოვი, კონსტანტინე გავრილენკო;
ფორვარდები: სანდრო მუმლაძე, სემიონ ხარიზოვი, ვიტალი დუმბაძე, ტიმურ ბაშიროვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, დანიელ მეტლიოკი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, დანიელ დავიდოვი, არტიომ კოზიულინი, ნიკოლოზ კეჭაყმაძე, მაკარ ნიკაშანინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი;
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ვედერნიკოვი;
მწვრთნელის ასისტენტი: რევაზ ცომაია.
0
0