
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ომის ახალ პერიოდში შედიან, რათა დაამარცხონ რუსული აგრესია და განდევნონ რუსული ჯარები თავიანთი ტერიტორიიდან.
„კონტრშეტევა იქნება. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ მის მოსამზადებლად და უზრუნველსაყოფად" - განაცხადა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, ერთი წლის წინ უკრაინას უჭირდა „სერიოზული იარაღის“ მოპოვება, ახლა კი დასავლეთის ქვეყნები ხედავენ, რომ უკრაინა არის „ევროპის ფარი აღმოსავლეთში“.
„ჩვენ შევდივართ ახალ პერიოდში. ახალი ამოცანებით - გავიმარჯვოთ. ერთი წლის წინ ბევრი ელოდა, რომ უკრაინა რამდენიმე კვირაში აღარ იქნებოდა. ყველაფერი შეიცვალა. დღეს დღის წესრიგში მთავარი კითხვაა - როგორი იქნება უკრაინის გამარჯვება? პასუხი მარტივია. გამარჯვება არის ჩვენი ყველა ტერიტორიის გათავისუფლება 1991 წლის საზღვრამდე და საფრთხის აღმოფხვრა რუსეთიდან“ - წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ფეისბუქზე.
0
0