
უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და ოკუპანტების ბრძოლის ველიდან გაიქცნენ.
კერძოდ საუბარია „დონეცკის რეპსუბლიკის“ 109-ე პოლკზე, რომელმაც საბრძოლო პოზიციები მიატოვა. ასევე გაიქცნენ რუსი მედესანტეებიც. გავრცელებულ ვიდეოში ოკუპანტი ამბობს, რომ უკრაინელები უტევენ და ისინი ტანკებს, არტილერიას და ავიაციას იყენებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ძალებმა ორი დიდი ხიდი - ანტონოვსკის და ნოვაია კახოვკის გაანადგურეს და დნეპრის მარჯვენა ნაპირზე არსებული რუსული დაჯგუფება ფაქტობრივად დანარჩენი ნაწილებისგან და მათი მომარაგებისგან მოწყვეტილია. „უკრაინას აქვს კარგი შანსი, რომ საკუთრი ტერიტორია დაიბრუნოს“ - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
0
0