
„რატომ ღორობას? იმიტომ, რომ ისინი არალეგიტიმურია, ეს ყველაფერი უკანონოა ყველა საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულების დარღვევით, რომლებზეც ჩვენც და მათ ხელი გვაქვს მოწერილი. ჩემი თვალსაზრისით, ეს არის უბრალოდ ღორობა. მე უკვე საკმარისად ვითმინე ეს და თქვენც. როდესაც თქვენთან ამოვდიოდი, ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, გადავიტანთ სანქციებს თუ არა. მისმინეთ, დღეს საკითხი ასე არ დგას. დღეს ჩვენთვის სანქციები არის შესაძლებლობების დრო. მე საბჭოთა ადამიანი ვარ. თქვენც საბჭოთა პერიოდიდან კარგად იცით, ჩვენ მაშინ ყოველთვის ვიყავით სანქციების ქვეშ და ნორმალურად ვცხოვრობდით და ვვითარდებოდით“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასზე დარტყმას ამზადებდნენ, რუსეთმა და ბელარუსმა კი პრევენციული დარტყმა მიაყენეს.
ლუკაშენკომ პუტინს შესთავაზა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის ფარგლებში კონსოლიდაცია და განვითარება სანქციების დასაძლევად.
„თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, საბჭოთა კავშირი მართლაც მუდმივად ცხოვრობდა სანქციების პირობებში, ვითარდებოდა და აღწევდა კოლოსალურ წარმატებებს“, – აღნიშნა რუსეთს პრეზიდენტმა.
0
0