
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო თანამდებობის პირები საზღვარგარეთ გამგზავრებას მხოლოდ სამსახურებრივი მივლინების მიზნით შეძლებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა.
„არსებობს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების ყველა მოხელეს, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონეს.
ეს ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, სახალხო ამომრჩეველს, პროკურორებს და ყველას, ვინც უნდა იმუშაოს სახელმწიფოსთვის. მათ, ვისაც ახლა დასვენება უნდათ – სახელმწიფო სამსახურის მიღმა დაისვენებენ. თანამდებობის პირები საზღვარგარეთ შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0