
„უარი გვითხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ახლა ამზადებენ ოფიციალურ პასუხს, რომ გავიგოთ ზუსტი მიზეზი. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ჩნდება ეჭვები, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება.
კადრების გავრცელება. მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია. ეს არის მისი უფლებების დარღვევა, ეს არის წამება, ჩვენ ყველაფერს ვაფიქსირებთ და მივმართავთ სტრასბურგს. მე მინდა მომაწოდონ ზუსტი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია. მინდა გავიგო, რა პირობებია ციხეში. ჩნდება ეჭვი, რომ იქ არ არიან კომპეტენტური პირები, რადგან 14 ნოემბერს, როდესაც სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, სასწრაფო გამოიძახეს“, - განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.
0
0
მოქალაქეები სიონის ტაძარში დილიდან მიდიან
23/03/2026