
კიევის მიერ დამტკიცებულ სანქციების სიაში საქართველოს ორი მოქალაქე მოხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ მან რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კაპიტნების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს.
სიაში რუსეთიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ბანგლადეშიდან, მიანმარიდან, ირანიდან, პაკისტანიდან და საქართველოდან 94 ადამიანია შეყვანილი. სანქციები უკრაინაში შესვლის აკრძალვას და არსებული აქტივების 10 წლით გაყინვას ითვალისწინებს.
საქართველოდან სიაში კახა ბორჩხაძე (დაბ. 1989 წლის 19 იანვარს) და ირაკლი ცინცაძე (დაბ. 1975 წლის 25 ნოემბერს) არიან. სანქციების სიაში შეყვანილი პირების შესახებ დეტალები არ არის დაკონკრეტებული, თუმცა, სავარაუდოდ, ძირითადად მეზღვაურებზეა საუბარი.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კახა ბორჩხაძე კვიპროსის საზღვაო კომპანია „სპარტა შიპმენეჯმენტის“ მიერ დაქირავებულ კაპიტნად მუშაობს.
0
0