
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საკითხზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.
დონალდ ტრამპის პუტინთან სატელეფონო საუბრის წინ სტარმერმა ლიდერებთან განიხილა ცეცხლის უპირობო შეწყვეტის საკითხი. ასევე, სანქციების გამოყენება, თუ რუსეთი სერიოზულად არ ჩაერთვება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ სურს მშვიდობა, პრეზიდენტ ტრამპის მიერ შეთავაზებული და უკრაინისა და ევროპის მიერ მხარდაჭერილი 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღებით“, – წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სატალეფონო საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპი უკრიანის პრეზიდენტს დაელაპარაკება.
0
0