უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი ქართულ მხარეს: კარასინმა შეაქო საქართველო, იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ, არ გრცხვენიათ?
25/03/2022
21:29
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო, „ტვიტერის“ გვერდზე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
„გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდას“ დაჰპირდა. თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?“ - წერს ნიკოლენკო „ტვიტერზე“ ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც საქართველოს საგარეო უწყება ყავს მონიშნული.
შეგახსენებთ, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი. როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია „შეუმჩნეველი არ დარჩენია". მან რუსეთ-საქართველოს შესახებ აღნიშნა, რომ „ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი".
0
0
347
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%