
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ლიდერებმა სტამოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, კიევი მზადაა „მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებისთვის“ ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად.
„ჩვენი პოზიციაა – თუ რუსები უარს ამბობენ სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე და მკვლელობებზე, მაშინ უნდა იყოს ძლიერი სანქციები. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი არ იქნება მზად ომის დასასრულებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0