28/05/2023
00:34
პოლიტიკა
26 მაისს უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ისტორიული სახელწოდებით (საქართველო) მოხსენიებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ინიციატივის ავტორი რამდენიმე დეპუტატია.
"უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღოს ბრძანებულება იმის თაობაზე, რომ ოფიციალურ ლექსიკაში დამკვიდრდეს ქვეყნის ისტორიული სახელწოდება - "საქართველო", როგორც ოფიციალურ საკომუნიკაციო ენაში, ისე მასმედიაში. შესაბამისად, ქართველი ხალხი მოიხსენიებოდეს, როგორც ქართველები", - ნათქვამია დოკუმენტში.
კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მხრიდან ისტორიული სახელწოდებით მოხსენიების თხოვნა ლეგიტიმურია, რადგან ტერმინი "Грузія" რუსული გავლენით არის ნაწარმოები. ამგვარად საქართველოს 20 სახელმწიფო მოიხსენიებს და უმეტესობა მათგანი პოსტ საბჭოთა ქვეყანაა.
დღეისათვის ოფიციალურ დოკუმენტაციაში საქართველოს მოხსენიების ძველი ვარიანტი ლათინური სახელწოდებით ჩაანაცვლეს ისრაელმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ. ლიტვა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც 2021 წლიდან ქვეყნის ისტორიულ სახელწოდებას (საქართველო) იყენებს.
0
0