
ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
,,მარიუპოლში, ბლოკადის შედეგად, კიდევ ერთი ბავშვი დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზი გაუწყლოება გახდა. ჩემი გული ტკივილითა და ფაშისტების მიმართ სიძულვილით არის სავსე, რომლებმაც ჩვენი ქალაქი ბლოკადაში მოაქციეს.
გარდაცვლილი ექვსი წლის გოგოა, რომელიც ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ, მისი დედა დაიღუპა, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ რამდენი ხანი გაატარა პატარამ ნანგრევების ქვეშ. ალბათ ვერც წარმოვიდგენთ რისი ატანა მოუწია, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ის იყო მარტო, შეშინებული, ძალაგამოცლილი და საშინელ წყურვილს განიცდიდა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ისტორიაა მარიუპოლიდან - ქალაქიდან, რომელიც უკვე მერვე დღეა ბლოკადაშია მოქცეული.
რუსმა ოკუპანტებმა ნახევარი მილიონი მარიუპოლელი წრლის, შუქისა და სითბოს გარეშე დატოვეს, მათ ქალაქის ყველა შესასვლელი და გასასვლელი ჩაკეტეს. აქედან გამომდინარე მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ხაფანგში აღმოჩნდა. ჩვენ ვერ ვახერხებთ იქაურებს მივაწოდოთ საკვები და მედიკამენტები, კიდევ ერთხელ მივმართავთ მსოფლიოს და შესაბამის ორგანიზაციებს, მიიღონ გადაწყვეტილება და ჩაკეტონ ცა უკრაინის თავზე. ეს ჩვენ ამ პატარა გოგოს ვერ დაგვიბრუნებს, მაგრამ ათასობით უკრაინელი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს'', - განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ვოიჩენკომ.
0
0