
რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის ტექსტების კრებული შობის დღესასწაულამდე გამოქვეყნდება.
წიგნში, სახელწოდებით „A Message from Ukraine“, მოცემული იქნება ჟურნალ Economist-ის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს რედაქტორის, არკადი ოსტროვსკის წინასიტყვაობა.
„უკრაინის მხარდაჭერა არ არის ის ძალა, რომ სწრაფად გავრცელდეს მთელ პლანეტაზე და შემდეგ ისევე სწრაფად გაქრეს. თუ გსურთ, გაიგოთ ვინ ვართ, საიდან ვართ, რა გვინდა და საით მივდივართ, ჩვენს შესახებ მეტი უნდა იცოდეთ. ეს წიგნი სწორედ ამაში დაგეხმარებათ,“ - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
წიგნი, სავარაუდოდ, 6 დეკემბერს გამოქვეყნდება. მიღებული შემოსავალი მთლიანად United24-ს გადაეცემა - საქველმოქმედო ფონდს უკრაინისთვის, რომელიც ზელენსკის მიერ შეიქმნა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, წიგნში შესული იქნება მის მიერ შერჩეული 16 სიტყვით გამოსვლის ტექსტი, რომლებიც, მისი აზრით, დაეხმარება მკითხველს „უკრაინელების მისწრაფებების, პრინციპებისა და ღირებულებების გაცნობაში“.
0
0