09/03/2022
10:12
მსოფლიო
„ის, რაც გვჭირდება და რაზეც მთელ მსოფლიოში ვსაუბრობთ – დახურეთ ცა! მოიხსენით თქვენი თეთრი ხელთათმანები, მაინც ვერ შეინარჩუნებთ ნეიტრალობას. რადგან შემდეგში პუტინი შესაძლოა, თქვენთან მოვიდეს. დახურეთ ცა, მიწაზე ჩვენ თავად გავუმკლავდებით“, – წერს ოლენა ზელენსკა.
უკრაინის პირველი ლედის თქმით, კრემლის პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელები მათ, როგორც განმანთავისუფლებლებს, ყვავილებით შეეგებებოდნენ.
„უკრაინელებმა მათ მოლოტოვის კოქტეილებით მიულოცეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე.
უკრაინის პირველი ლედი წერს, რომ მისი ქვეყანა გაიმარჯვებს.
„ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და გვაქვს იარაღი, რომელსაც ერთიანობა ჰქვია, უკრაინისადმი სიყვარულში ერთიანობა“, – წერს ზელენსკა.
თავის წერილში უკრაინის პირველი ლედი საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილ ბავშვებზე წერს და აღნიშნავს, რომ უკრაინის ზოგიერთ ქალაქში ოჯახები თავშესაფრებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ გამოდიან, ხოლო ავადმყოფები, შშმ პირები ან ხანდაზმულები სასწრაფო დახმარებას ვერ იღებენ.
ზელენსკამ მსოფლიო მედიას მოუწოდა, არ გაჩუმდეს და უკრაინაში ომის შესახებ ისაუბროს.
„თუ არ შევაჩერებთ პუტინს, რომელიც ბირთვული იარაღით იმუქრება, მსოფლიოში უსაფრთხო ადგილი არ იქნება“ , – აღნიშნავს უკრაინის პირველი ლედი.
0
0