16/01/2025
23:09
მსოფლიო
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ხელახლა აფასებენ თავიანთ ვარიანტებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სწრაფი დასრულებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ Suspilno-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თავიდან 24 საათზე საუბრობდნენ, ახლა კი 100 დღეზეა საუბარი. ვშიშობ, რომ შემდგომში დამატებითი ვადები იქნება“, - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.
კულებას თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი და მისი გუნდი გადაჭარბებულად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს.
„რა იქნება უახლოეს თვეებში, ფაქტობრივად, დღეს არავინ იცის“, - აღნიშნავს კულება.
ამავდროულად, კულებას თქმით, ომში უკრაინის დამარცხება „ტრამპის მარცხი იქნება“.
„თქვენ თქვით, რომ ბაიდენმა შეარცხვინა ამერიკა ავღანეთში, როდესაც თალიბებმა მთელი ქვეყანა მოიცვა ერთ კვირაში. ბაიდენმა წააგო იქ თალიბებთან. და ვინ წააგებს უკრაინაში? თქვენ თვითონ აცხადებთ, რომ ჩინელები არიან თქვენი მთავარი მოწინააღმდეგე“, - დასძინა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0