09/06/2023
14:16
მსოფლიო
უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია. ალიანსის კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„მოკავშირეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი ეთანხმებიან იმას, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ბოლოს ეს ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ განაცხადა გასულ ზაფხულს მადრიდის სამიტზე. უკრაინის ნატოში გაწევრიანება არანაირად არ არის დამოკიდებული მოსკოვზე და პუტინზე. მას არ აქვს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს დადების უფლება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ არსებობს შეთანხმება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - უკრაინის გამარჯვებაზე.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოში მის გაწევრიანებაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს.
0
0