უკრაინის NATO-ს ოჯახში გაწევრიანების საკითხზე ალიანსში დღეს ერთსულოვნება არ არსებობს - ჯო ბაიდენი
08/07/2023
10:53
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის.
„მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინის NATO-ს ოჯახში გაწევრიანების საკითხზე ალიანსში დღეს, ამ მომენტში, ომის შუალედში, ერთსულოვნება არსებობს. მაგალითად, ამას თუ გააკეთებ, თქვენ იცით – და მე ვიცი რასაც ვამბობ – ჩვენ მიმართული ვართ, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ეს არის პირობა, რომელიც ყველამ დავდეთ, რაც არ უნდა მოხდეს. ომი გრძელდება, მაშინ ჩვენ ყველა ომში ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით ომში რუსეთთან, თუ ეს მოხდება“, – განაცხადა ბაიდენმა.
0
0
262
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%