05/11/2024
11:47
სპორტი
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. უკრაინელები 16 ნოემბერს ბათუმში საქართველოს ნაკრებს ესტუმრებიან, ხოლო 19-ში ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდებიან.
რებროვმა შემადგენლობის ძირითად ნაწილში 25 ფეხბურთელს უხმო, რეზერვში კი შვიდი მოთამაშეა. გუნდში ერთი დებიუტანტია – ინგლისური „ბრენტფორდის“ ნახევარმცველი ეგორ იარმოლიუკი.
უკრაინის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გეორგი ბუშჩანი („დინამო“ კიევი), ანატოლი ტრუბინი („ბენფიკა“, პორტუგალია), ანდრეი ლუნინი („რეალი“, ესპანეთი);
მცველები: მიკოლა მატვიენკო, ეფიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (ყველა – „შახტარი“), ოლექსანდრ ტიმჩიკი („დინამო“ კიევი), ვიტალი მიკოლენკო („ევერტონი“, ინგლისი), ილია ზაბარნი („ბორნმუთი“, ინგლისი), მაქსიმ ტალოვიეროვი (ლასკ, ავსტრია);
ნახევარმცველები: გეორგი სუდაკოვი, დმიტრო კრისკივი, ოლექსანდრ ზუბკოვი (ყველა – „შახტარი“), მიკოლა შაპარენკო, ვოლოდიმირ ბრაჟკო (ორივე – „დინამო“ კიევი), ოლექსი გუცულიაკი, ოლექსანდრ ნაზარენკო (ორივე – „პოლისია“), ივან კალუჟნი („ოლექსანდრია“), მიხაილო მუდრიკი („ჩელსი“, ინგლისი), ვიქტორ ციგანკოვი („ჟირონა“, ესპანეთი), ოლექსანდრ ზინჩენკო („არსენალი“, ინგლისი), ეგორ იარმოლიუკი („ბრენტფორდი“, ინგლისი);
თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი („რომა“, იტალია), რომან იარემჩუკი („ოლიმპიაკოსი“, საბერძნეთი), ვლადისლავ ვანატი („დინამო“ კიევი).
სარეზერვო შემადგენლობა: დმიტრო რიზნიკი, ტარას სტეპანენკო, დანილო სიკანი (ყველა – „შახტარი“), ვიტალი ბუიალსკი, ვლადისლავ კაბაევი (ორივე – „დინამო“ კიევი), ოლექსანდრ სვატოკი („ოსტინი“, აშშ), ბოგდან მიხაილიჩენკო („პოლისია“).
0
0