13/01/2025
22:56
მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის წინააღმდეგია, თუ ეს მოითხოვს ბიუჯეტის სხვა პუნქტების დაფინანსების შემცირებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მე წინააღმდეგი ვარ, რომ ეს პენსიებიდან ამოვიღოთ, მე წინააღმდეგი ვარ, რომ ეს გავაკეთოთ ადგილობრივი ბიუჯეტის შემცირებით, მე წინააღმდეგი ვარ, რომ ნაკლები თანხა ჩავდოთ რკინიგზასა და გზებში. ამიტომ ეს დამატებით უნდა დაფინანსდეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
გასულ კვირას, გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ბუნდესტაგის 23 თებერვლის არჩევნებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ, თუმცა ამას ხელს უშლის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის კანცელარია.
0
0