
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინიდან 16 ყოფილი პატიმარია ჩარჩენილი. ამის შესახებ Paper Kartuli- უკრაინელების დასახმარებლადშექმნილ პროექტზე Volunteers Tbilisi-ზე დაყრდნობით იუწყება.
მამაკაცები საზღვარზე 3-დან 18 დღემდე იმყოფებიან, ამ დროისთვის მათი რაოდენობა 16-ია - ამბობენ მოხალისეები.
„იქ რამდენიმე ადამიანი ყირიმელია, ანექსიამდე დააპატიმრეს, რომლებიც შემდეგ ხერსონში გადაყვანის. მათ ხელთ აქვთ დოკუმენტები: გათავისუფლების მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმოლბა“, - აცხადებენ ისინი.
ისინი დარიალის საგუშაგოზე, ნეიტრალურ ზონაში ცხოვრობენ - რამდენიმე მათგანი სარდაფშია, სადაც გათბობა არ არის, ამბობენ მოხალისეები.
მათივე ცნიბით, ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში საქმის კურსში არიან - აცხადებენ Volunteers Tbilisi-ის მოხალისეები. მოხალისეების თქმით, ორგანიზაციის პარტნიორები უკრაინელებს იურიდიულ დახმარებას უწევენ. მათ სამჯერ მიაწოდეს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელებს. მათივე თქმით, მამაკაცებს ესაჭიროებათ საკვები, წყალი, მედიკამენტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინიდან ყოფილი პატიმრები ზემო ლარსში ჩერდებიან. აგვისტოში ამ მდგომარეობაში რუსეთიდან დეპორტირებული ექვსი მამაკაცი აღმოჩნდა. ისინი საქართველოში 11 დღის შემდეგ შეუშვეს. ოქტომბერში შვიდი მამაკაცი 14 დღის განმავლობაში ნეიტრალურ ზონაში იყო ჩარჩენილი.
0
0