უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 3 წლამდე გაუხანგრძლივდათ - დადგენილება
24/04/2024
13:08
პოლიტიკა
A-
+A
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნა 3 წლის ვადით უვიზოდ შეუძლიათ - ამის შესახებ დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომ გადაწყვეტილება 2024 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.
„უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება“, - წერია დადგენილებაში.
ცნობისთვის, 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების მიხედვით, ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ ვრცელია და 94 ქვეყანას მოიცავს.
0
0
394
სიახლეები
ყველა
მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%