06/07/2022
17:36
პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის იყო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება.
მისი თქმით, „კრემლის ბარბაროსულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა”.
„გასულ კვირას, ევროკავშირის 27 ლიდერთან ერთად, მივიღეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები. პირველ რიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეღიარებინა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია“, - აღნიშნა შარლ მიშელმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა მიიღო, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო.
„ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებია. ეს ძლიერ გზავნილს უგზავნის მათ ხალხს და ევროკავშირის მოქალაქეებს. ჩვენ ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პრიორიტეტები მოგვარდება“, - დასძინა მიშელმა.
0
0