02/06/2023
14:59
პოლიტიკა
უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია საერთაშორისო სანქციას არ ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, „ჯორჯიან ეირვეისის“ ან ნებისმიერი კომპანიის დასანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციებს და ამის გამო დაასანქცირებენ, არ არის კარგი, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც „ჯორჯიან ეირვეისია“, რა თქმა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ იქნება.
„უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. საერთაშორისო სანქციების მიღებას თავისი პროცედურები და წესი აქვს, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ „ჯორჯიან ეირვესი“ თუ არ დაარღვევს სანქციებს და დიდი იმედი მაქვს, რომ არც ერთი კომპანია არ დაარღვევს, ყველა იქნება აღსრულებაში იმ სანქციების, რომელიც დაწესებულია როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის მიერ და თუ ამ სანქციებს არ დაარღვევენ არ მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში. უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას“, – განაცხადა კაკაურიძემ.
0
0