
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, მოთხოვნის მიუხედავად, ლავრა არ დატოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიებისთვის იჯარის ხელშეკრულების ვადა 29 მარტს ამოიწურა, დილიდან მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმსახურებმა ლავრაში წირვა აღასრულეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ფეისბუკის ლაივის მეშვეობით გადასცემენ.
ჟურნალისტების ცნობით, მსახურება ადგილობრივი დროით, დილის 10 საათამდე გაგრძელდა.
დილის 10 საათზე კიევ-პეჩერსკის ნაკრძალის ტერიტორიაზე კომისია უნდა მოვიდეს და დაიწყოს ლავრას ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესი.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მღვდლმსახურებს ლავრას 29 მარტს უნდა დაეტოვებინათ, სადაც ბოლო ღვთისმსახურება ჩაატარეს.
თუმცა, ლავრის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა პაველმა თქვა, რომ ისინი არ აპირებდნენ ამის გაკეთებას და სარჩელს შეიტანენ კიევ-პეჩერსკის ლავრის ეროვნული ნაკრძალის წინააღმდეგ.
29 მარტის საღამოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის სამეურნეო სასამართლომ დაიწყო სარჩელის განხილვა, რომელიც შეტანილი იყო წმინდა მიძინების კიევ-პეჩერსკის ლავრას (მამათა მონასტერი) ეროვნული ნაკრძალის „კიევ-პეჩერსკის ლავრის“ წინააღმდეგ ნაკრძალის მიერ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკაშირებით.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025