30/06/2023
23:06
მსოფლიო
უკრაინის კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე იყო ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ თავდაცვის ძალები მოძრაობენ თავდაჯერებულად და მიზანმიმართულად, – ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ პრესასთან საუბრისას განაცხადა.
„ეს ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ნაწინასწარმეტყველები იყო. მე ეს არ მიკვირს. უკრაინელი სამხედროები დამაჯერებლად, მიზანმიმართულად და ნაღმების გავლით მიიწევენ წინ”, – განაცხადა მილიმ და აღნიშნულს „ომის ბუნების ნაწილი“ უწოდა.
მისივე თქმით, ომი ქაღალდზე და რეალური ომი ორი განსხვავებული რამ არის.
გენერლის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა იქნება ძალიან გრძელი და ძალიან სისხლიანი.
„უკრაინელები იბრძვიან თავიანთი არსებობისთვის. ისინი ებრძვიან უზარმაზარ ქვეყანას 140 მილიონიანი მოსახლეობით და დიდი არმიით, რომელსაც უამრავი სამხედრო ტექნიკა აქვს”, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა და აღნიშნა, რომ ამერიკელები უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით ეხმარებიან.
0
0