
უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსული სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, რომლებიც მის სამხედრო პოტენციალ პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება უკრაინის სამხედრო პოტენციალს და უკრაინის რეჟიმს“, - ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, უკრაინის ბევრ რეგიონში სინათლისა და სითბოს ნაკლებობა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, ვინც მოლაპარაკებაზე უარს ამბობს.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 17 ნოემბერს დნეპროპეტროვსკის ოლქში საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვავისა და სარაკეტო ძრავების მწარმოებელი საწარმოს საამქროები განადგურდა.
„ამის გარდა, ქალაქ ზაპოროჟიეში “ისკრას" კვლევითი და საწარმოო კომპლექსის საამქროები განადგურდა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სარადარო სადგურებისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების შესაკეთებლად, ელექტრონულ კომპონენტებს აწარმოებდნენ“, - განაცხადა რუსეთის სამხედრო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს დილით რუსეთის ფედერაციამ ჰაერიდან უკრაინაზე ახალი მასირებული თავდასხმა განახორციელა. კერძოდ, დნეპრისა და ოდესის რეგიონებში მტერმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყა, არის მსხვერპლი.
0
0