24/05/2023
20:39
პოლიტიკა
უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, რომელიც საქართველოში ვიზიტად იმყოფება, მედიასთან განაცხადა.
მან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის კონტექსტში და განაცხადა, რომ რეაქციები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ნახეს, შეშფოთების საგანია, რაც ქმნის „გარკვეულ სივრცეს“, რომ რუსეთმა სანქციებს გვერდი აუაროს.
„ჩვენი პოზიცია შეშფოთების პოზიციაა. მოსკოვისგან ასეთი გადაწყვეტილება არ მოგვწონს, მაგრამ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ, ვინაიდან, კრიტიკული მომენტია, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ, რაც პრიორიტეტია ყველა ჩვენგანისთვის და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ გარკვეულ სივრცეს ქმნის რუსეთის მიერ სანქციებისთვის პოტენციური გვერდის ავლისთვის. თქვენ ხელისუფლებას ველაპარაკებოდით იმ სამუშაოზე, რომელსაც აკეთებენ სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად, კარგ სამუშაოს აკეთებენ ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, როგორც მინიმუმ ჩრდილს ქმნის, იმ პოტენციალისთვის, რომ რუსეთი რაღაც სივრცეს იპოვის აქ, რათა სანქციებს გვერდი აუაროს.
საკმაოდ მკაფიონი ვიყავით, რომ ეს არ უნდა მოხდეს და თქვენ ხელისუფლებას მოვუწოდეთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა ეს არ დაუშვას”, - განაცხადა კოლომინამ.
0
0